ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-სგან 2–ჯერ მეტი პირი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა
14/05/2020 06:24:04 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-სგან 2–ჯერ მეტი პირი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 652 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11 - ით გაიზარდა და 383 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394 პირი.
652 ადამიანიდან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


