საქართველოში 24 საათში COVID–19 ხუთ პირს დაუდასტურდა
14/05/2020 06:17:02 საზოგადოება
საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კლინიკები ვირუსისგან განკურნებულმა 11–მა პირმა დატოვა. ამრიგად, ქვეყანაში Covid–19–ის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ინფიცირების 652 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 383 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში Covid–19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.


