Accentnews.ge
რუსთავსა და გარდაბანში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

რუსთავსა და გარდაბანში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

14/05/2020 05:32:52 საზოგადოება

დღეიდან ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება 7 მაისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიიღეს.

გაუქმდა ქალაქის შესასვლელებში არსებული 4 ბლოკ-პოსტი.

შეგახსენებთ, რუსთავი, სხვა დიდი ქალაქების - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად 15 მაისს ჩაიკეტა.

18 მაისისთვის იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაც, რომელიც მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S