Accentnews.ge
WHO: “Covid-19 შეიძლება, არასოდეს გაქრეს“

WHO: “Covid-19 შეიძლება, არასოდეს გაქრეს“

13/05/2020 18:01:45 საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის განცხადებით, “Covid-19 შეიძლება, არასოდეს გაქრეს“.

„Covid-19 შესაძლოა იმ ვირუსების სიას შეუერთდეს, რომლითაც მსოფლიოში ადამიანები ყოველწლიურად იღუპებიან. ეს ვირუსი შეიძლება გახდეს ენდემური ვირუსი და შესაძლოა, არასოდეს გაქრეს. მაგალითად, HIV არ გაქრა. მე ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩემი აზრით, არავის შეუძლია გააკეთოს პროგნოზი, როდის გაქრება Covid-19 ან გაქრება თუ არა საერთოდ“, – განაცხადა რაიანმა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 292 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 340 000–ს გადააჭარბა, 1 605 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S