Accentnews.ge
"სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს"

"სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს"

13/05/2020 16:28:50 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მომსახურების მიწოდება უნდა აღდგეს.

"გასაგებია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიური დახმარება, მათთვის ამ დახმარების შეწყვეტა ან ხანგრძლივად გადავადება, შესაძლოა, რაიმე დამატებითი საფრთხისა და რისკის შემცველი იყოს მათი ძირითადი მდგომარეობის გაღრმავების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ასეთი ბავშვების მომსახურება, ან მათთვის მომსახურების მიწოდება უნდა აღდგეს. ასეთი ცენტრების ფუნქციონირება მაშინ უნდა განახლდეს, როგორც კი ამის შესაძლებლობას მოგვცემს სათანადო ეპიდსიტუაცია. ამასთანავე, ასეთი ცენტრები, ვინც მსგავსი ტიპის მომსახურებას უწევენ შშმ პირებს, ვინც არ უნდა იყოს, ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, გარკვეულად უნდა მოემზადონ იმ სიტუაციისთვის, როდესაც ისინი სრული დატვირთვით ამუშავდებიან, ან შექმნან ისეთი გარემო, რომელიც მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით უსაფრთხო იქნება. თუ გჭირდებათ კონკრეტული რეკომენდაციები კონკრეტული სიტუაციისთვის, თუ როგორ იმოქმედოთ, მოგვმართეთ, მზად ვართ“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S