"მთავრობის წევრებს მიზანმიმართულად კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარებიათ"
13/05/2020 16:28:29 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის წევრებს ან პრეს–სამსახურებს მიზანმიმართულად კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარებიათ, თუმცა სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად ჩაუტარდებათ.
„ეს პერსონალური ინფორმაციაა. რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს, ექნება ან დასჭირდება, ჩაუტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე მიზანდასახული არ ყოფილა. ზოგმა ამის შესახებ თავად განაცხადა", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამავე საკითხზე, ასევე, ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.
„რამდენიმე შემთხვევის შესახებ გავრცელდა მედიაში, თავად განაცხადეს. ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ და რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისინი დაავასახელოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


