Accentnews.ge
"განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, ალბათ, წელს ამაზე უარის თქმა მოგვიწევს"

"განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, ალბათ, წელს ამაზე უარის თქმა მოგვიწევს"

13/05/2020 16:17:40 საზოგადოება

"განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, ალბათ, წელს ამაზე უარის თქმა მოგვიწევს", - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს პირდაპირ საუბარი. წელს ახალ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება გულისხმობს, რომ თავი უნდა შევიკავოთ ჩვენი ზოგიერთი ძალიან კარგი ტრადიციის აღნიშვნისგან, რაც ქართველებს და არამარტო ქართველებს გვაქვს. განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები, ალბათ წელს ამაზე უარის თქმა მოგვიწევს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კვლავ უნდა გაგრძელდეს რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S