Accentnews.ge
როდის მოიხსნება ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა

როდის მოიხსნება ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა

13/05/2020 15:24:06 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

„თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას, ეს აკრძალვა მოიხსნება. ეს პირველ რიგში, კერძო ავტომობილების მფლობელებს შეეხებათ. რაც შეეხება ტაქსებს, ტაქსებისთვის შეზღუდვა შედარებით უფრო ხანგრძლივი იქნება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 372 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S