28 წლის სუმოისტი COVID-19–მა იმსხვერპლა
13/05/2020 13:06:59 საზოგადოება
28 წლის იაპონელი სუმოისტი, მეტსახელად „სებუსი“ ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ის იყო პირველი სუმოისტი იაპონიაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
იაპონიაში ახალი ვირუსით 15 968 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 657 ადამიანი გარდაიცვალა.


