Accentnews.ge
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების საკითხი კვლავ გაურკვეველია

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების საკითხი კვლავ გაურკვეველია

13/05/2020 11:00:00 საზოგადოება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მზადაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განაახლოს, თუმცა დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდებიან.

კალაძე ამბიბს, რომ რომ მან არ იცის კონკრეტული ვადა, როდის დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში მუშაობას.

„ცხელ ხაზზე ბევრი ზარი შემოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S