Accentnews.ge
თბილისის მერია საავტობუსე ზოლის მოწყობას ყველა ქუჩაზე გეგმავს

თბილისის მერია საავტობუსე ზოლის მოწყობას ყველა ქუჩაზე გეგმავს

13/05/2020 08:54:48 საზოგადოება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობისა და მოქალაქეებისთვის კომფორტულად და სწრაფად გადაადგილების მიზნით, დედაქალაქის მერია საავტობუსე ზოლის თბილისის ყველა ქუჩაზე მოწყობას გეგმავს,– ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ჭავჭავაძის გამზირის შუა ნაწილია გამოყოფილი, რათა ავტობუსებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაადგილება შეძლონ და ანალოგიური პროექტის განხორციელება ყველგან იგეგმება:

„ჩვენ 2 წლის წინ ვთქვით, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ, მთელი ქალაქის მასშტაბით ანალოგიური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლი ყველა ქუჩაზე გავაჩინოთ, რათა ადამიანებმა, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, კომფორტულად გადაადგილება და მგზავრობა მოახერხონ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამისთვის ყველა პირობას შექმნის“.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ავტობუსების ზოლი შუაში განთავსდება, შესაბამისად ეწყობა ინფრასტრუქტურაც.

მოძრაობის ახალი სქემით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ივლის. აღნიშნული სქემის მიმართ სოციალურ ქსელებში მოსახლეობა სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S