Accentnews.ge
თეთრწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ე.წ. ექიმთა კლასტერს განეკუთვნება

თეთრწყაროში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ე.წ. ექიმთა კლასტერს განეკუთვნება

13/05/2020 08:47:29 საზოგადოება

თეთრიწყაროს მერის გიორგი ქორიძის განცხადებით, COVID-19 ინფიცირების ახალი შემთხვევა ე.წ. ექიმთა კლასტერს განეკუთვნება.

„ეს ადამიანი [ახალი პაციენტი] ე.წ ექიმთა კლასტერს განეკუთვნება. ის მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, უბრალოდ, ორი დღის წინ ხელმეორედ გადამოწმდა და კორონავირუსი დაუდგინდა. შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ერთ-ერთი ექთნის ოჯახის წევრია. ექთანი კი თეთრიწყაროს საავადმყოფოში მუშაობდა“, – განაცხადა გიორგი ქორიძემ.

ქორიძის ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის რვა შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი თეთრწყაროში, ერთი – ბოლნისში, ხოლო დანარჩენები საკარანტინე სივრცეებიდან არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S