ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს პაციენტის ოთხ კონტაქტს COVID -19 დაუდასტურდა
13/05/2020 06:41:02 საზოგადოება
კოვიდ–19–ის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ოთხი იმ პაციენტის კონტაქტია, რომელიც მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
რაც შეეხება დანარჩენ ახალ შემთხვევებს, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი – ბოლნისიდან, ერთიც – თეთრიწყაროდან.
ცნობისთვის: პაციენტი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი 11 მაისს დაუდასტურდა, ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. მიხაილოვის კლინიკაში მკურნალობდა.
ირკვევა, რომ პაციენტი კლინიკაში 1 მაისს მცხეთის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს და ე.წ. ოქროს მეთოდით ჩატარებულმა ორმა კვლევამ კორონავირუსი არ დაადასტურა. მას შემდეგ, რაც პაციენტი კლინიკიდან გაწერეს, საკარანტინე სივრცეში საკონტროლო ტესტირებამ კოვიდ–19–ზე დადებითი პასუხი აჩვენა.
როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.


