სინოპტიკოსები ამინდი გაუარესებას პროგნოზირებენ
13/05/2020 06:00:17 საზოგადოება
დღეს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 19 მაისამდე გასტანს.


