საქართველოში COVID–19 კიდევ სამ პირს დაუდასტურდა
12/05/2020 15:53:57 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანი დაუდასტურდა. ამრიგად, 642–მდე გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. მონაცემები მთავრობის მიერ სექმნილ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე 349 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 413.


