Accentnews.ge
მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა

12/05/2020 14:31:32 საზოგადოება

​წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ "იმედს" საავადმყოფოს კლინიკურმა​ მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. სწორედ აქ მკურნალობს პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

„საავადმყოფოს მედპერსონალი, 30-მდე ადამიანი, ვისაც პირდაპირი და ირიბი შეხება ჰქონდა ამ ქალთან, თვითიზოლაციაშია. მათ სწრაფი და PCR-ტესტები ჩაუტარდათ და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის: პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში მცხეთის ცხელების ცენტრიდან 1 მაისს შეიყვანეს. მას ორჯერ ჩაუტარდა PCR-ტესტი, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, პაციენტი მეშვიდე დღეს გაწერეს და მეცამეტე დღეს, განმეორებით ტესტის დროს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S