„სწავლის გადასახადს ვეღარ ვიხდით“ – სტუდენტები დახმარებას ითხოვენ
12/05/2020 13:24:11 საზოგადოება
სტუდენტები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, პანდემიის გამო ფინანსური პრობლემები აქვთ, სწავლის საფასურს ვერ იხდიან, ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა კი მათ არ შეეხოთ.
მათ პეტიცია შექმნეს და პრეზიდენტს, განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს გაუგზავნეს. პეტიციას 5 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.
„სამინისტროებმა გადაგვამისამართეს უნივერსიტეტებთან და გვითხრეს, რომ არ ერევიან ავტონომიურ გადაწყვეტილებებში. სამინისტროსგან ვითხოვთ, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულება და მოახდინოს სუბსიდირება", - ამბობენ სტუდენტები.


