Accentnews.ge
რატომ აყარეს ასფალტი ჭავჭავაძის გამზირზე [ვიდეო]

რატომ აყარეს ასფალტი ჭავჭავაძის გამზირზე [ვიდეო]

12/05/2020 10:56:37 საზოგადოება

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვყნა ვიდეო და დაწერა, რომ თბილისის მერიას ჭავჭავაძის გამზირზე სავარაუდოდ, ჭების დაერთება დაავიწყდა და დაგებული ასფალტი ხელახლა აყარეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე მისულ ჟურნალისტებს მუშახელმა დაუდასტურა, რომ ასფალტი ნამდვილად აყარეს, რადგან მსგავსი დავალება მიიღეს, თუმცა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. თბილისის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ პროექტის ავტორებს არაფერი დავიწყებიათ და ამჟამად, ჭავჭავაძის გამზირზე ჭების წამოწევის პროცესი მიმდინარეობს.

„ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება იწყება, ჭების წამოწევა უნდა მოხდეს შესაბამის ნიშნულზე. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი პროცესი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იმისთვის, რომ ავტომანქანების გადაადგილებისთვის არ შეეშალა ხელი, მოხდა ჭების დროებით დაფარვა. ახლა მიმდინარეობს საბოლოო ეტაპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჭები უნდა გასწორდეს შესაბამის ნიშნულზე“, - განუცხადეს BM.GE–ს მერიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S