Accentnews.ge
პატრიარქის განცხადებით, ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება

პატრიარქის განცხადებით, ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება

12/05/2020 09:26:06 საზოგადოება

ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის მანძილზე აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ქართველი ერი მთელი კვირის განმავლობაში იზეიმებს ამ დიდ დღესასწულს. დალოცვლი იყავით, გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, -განაცხადა პატრიარქმა.

12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S