Accentnews.ge
ახალი კოვიდ–პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

ახალი კოვიდ–პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

12/05/2020 06:48:52 საზოგადოება

პაციენტის, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი 11 მაისს დაუდასტურდა, ინფიცირების წყარო უცნობია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში საკარანტინო სირციდან გადაიყვანეს. მისი კონტაქტები მოძიებულია და მათ განმეორებითი კვლევები უტარდებათ.

ამასთან, როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, საქართველოში კორონავირუსის დადასტურების დღიდან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა კოვიდ–პაციენტებისას, რომლებიც მკურნალობას კლინიკებში აგრძელებენ.

ინფორმაციისთვის: კოვიდ–კლინიკებში სადღეისოდ 279 პაციენტი რჩება, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელდა 349 მოქალაქე. 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსი დაუდასტურდა 639 პირს, მათგან 11 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S