Accentnews.ge
იმერეთში მე-11 დღეა, Covid-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

იმერეთში მე-11 დღეა, Covid-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

12/05/2020 06:39:30 საზოგადოება

იმერეთში მე-11 დღეა, Covid-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო 24 საათში ქუთაისის ლაბორატორიაში 158 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, ანალიზებიიმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან, საკარანტინე სივრცეებიდან და ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებიდან იყო გადაგზავნილი.

ამ დრომდე იმერეთში ახალი კორინავირუსით ინფიცირების 28 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S