ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19–სგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
12/05/2020 06:29:23 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19–სგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში კლინიკები 32–მა მოქალაქემ დატოვა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევას, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მხოლოდ ერთით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


