საქართველოში ბოლო 24 საათში COVID– 19–ის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა
12/05/2020 06:11:25 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთით გაიზარდა და ჯამში 639 შეადგინა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე stopcov.ge განახლდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გასული დღე–ღამის განმავლობაში კლინიკები 32–მა მოქალაქემ დატოვა. ამდენად, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე ახალი ვირუსი 349 ადამიანმა დაამარცხა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.


