Accentnews.ge
"დღეს გარდაცვლილი პაციენტი პრაქტიკულად აღარ იყო კოვიდ-ინფიცირებული, მას ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა"

"დღეს გარდაცვლილი პაციენტი პრაქტიკულად აღარ იყო კოვიდ-ინფიცირებული, მას ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა"

11/05/2020 19:05:59 საზოგადოება

"დღეს გარდაცვლილი პაციენტი, პრაქტიკულად აღარ იყო კოვიდ–ინფიცირებული, მას ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

„დღეს გარდაცვლილ პაციენტს ჩვენ ვიცნობდით. მას ბათუმში ყოფნის დროს გავეცანით. ეს იყო ძალიან მძიმე პაციენტი, რომელსაც ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა და განსაკუთრებით კომპრომეტირებული ჰქონდა ფილტვების სასუნთქი სისტემა. ეს პაციენტი, პრაქტიკულად აღარ იყო კოვიდ–ინფიცირებული. ის Covid-19-სგან განიკურნა და ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ ფილტვების იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, განსაკუთრებით, ასაკის გათვალისწინებით. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით მე–11 პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცია, რომელიც „მედალფაში“ მკურნალობდა. მანამდე Covid-19–მა 81 წლის მამაკაცის ცოლი იმსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S