Accentnews.ge
„კოვიდ–19“–ით გარდაცვლილი მე–11 პაციენტი 81 წლის იყო

„კოვიდ–19“–ით გარდაცვლილი მე–11 პაციენტი 81 წლის იყო

11/05/2020 09:58:25 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი კლინიკა აჭარაში, „მედალფაში“ მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ის 81 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მანამდე კი კორონავირუსმა 81 წლის მამაკაცის ცოლი იმსხვერპლა.

კლინიკა „მედალფაში“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით კი – მე-11.

ამ დროისთვის „მედალფაში“ 13 ინფიცირებული რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S