საქართველოში კორონავირუსით მე–11 პაციენტი გარდაიცვალა
11/05/2020 09:48:16 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით მე–11 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცია, რომელიც "მედალფას" კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მანამდე კი კორონავირუსმა მისი მეუღლე იმსხვერპლა.
ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 11 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული, მაგან 317 პირი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –414.


