Accentnews.ge
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის გაიდლაინი განისაზღვრა

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის გაიდლაინი განისაზღვრა

11/05/2020 08:59:40 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური დაწესებულებების გაიდლაინი განისაზღვრა: ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების თანახმად,

  • Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავებადა წესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება;
  • სტომატოლოგიურ დაწესებულებაში უნდა იყოს დისტანციური თერმომეტრი;
  • პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი;
  • ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში და საპირფარეშოებში;
  • ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.

სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს დღეს დაიწყებენ. მათ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები უწყებაში შესული განცხადებების საფუძველზე შეამოწმებენ. გეგმური შემოწმების განხორციელების შემდეგ, შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, კლინიკებს გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების განახორციელების უფლება მიეცემათ.

  • გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის;
  • N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი; სამედიცინო ნიღაბი;
  • თვალის დამცავი საშუალებები:
  • სახის ფარი და დამცავი სათვალე;
  • არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები;
  • ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი;
  • ბახილები;
  • ჩაჩი (სამედიცინო ქუდი);
  • ერთჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად.
  • დაწესებულებას დამცავი სათვალე პაციენტებისთვისაც უნდა ჰქონდეს.
  • რეგისტრატურასთან უნდა იყოს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, პერსონალს უნდა ეკეთოს სახის ფარი; სამედიცინო ნიღაბი, ეცვას ერთჯერადი ხალათი და ხელთათმანი.
  • დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა არსებობდეს 4-მეტრიანი დისტანცია; უნდა იყოს საკმარისი სივრცე მიმღებსა და მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

სტომატოლოგიურმა კლინიკებმა შემოწმებისთვის უნდა შეავსონ განაცხადი და გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე - dent@moh.gov.ge.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S