Accentnews.ge
ვიტამინი, რომლის მიღებაც Covid-19–ით გარდაცვალების რისკს ამცირებს

ვიტამინი, რომლის მიღებაც Covid-19–ით გარდაცვალების რისკს ამცირებს

11/05/2020 08:31:28 საზოგადოება

D ვიტამინის მიღება Covid-19–ით გარდაცვალების რისკს ამცირებს. აშშ–ის ჩრდილო–დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, არსებობს კავშირი „D ვიტამინის დეფიციტსა" და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას შორის.

„D ვიტამინი იმუნურ სისტემას ეხმარება აწარმოოს ცილა, რომელიც კლავს ინფექციურ აგენტებს, მათ შორის, ბაქტერიებს და ვირუსებს. ორგანიზმის D ვიტამინით შევსებამ შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%–ით შეამციროს“, – აცხადებს ჩრდილო–დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერი ვადიმ ბექმენი.

ორგანიზმის D ვიტამინით მომარაგება ზოგიერთი ამ საკვებითაა შესაძლებელი: ორაგული, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები, ყველი და სოკო.

რაც შეეხება იმას, როგორ უნდა გაარკვიოს ადამიანმა აქვს თუ არა D ვიტამინის ნაკლებობა, ამის საუკეთესო გზა სისხლის ანალიზის გაკეთებაა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 284 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 190 000–ს გადააჭარბა, 1 500 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S