Accentnews.ge
ბოლო 24 საათში დადასტურებული ახალი შემთხვევები ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება

ბოლო 24 საათში დადასტურებული ახალი შემთხვევები ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება

11/05/2020 06:35:54 საზოგადოება

საქართველოში დადასტურებული კოვიდ–19–ის ახალი შემთხვევები ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, სამივე პირი საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს.

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამით გაიზადა და ჯამში 638 შეადგინა. მონაცემები მთავრობის მიერ სექმნილ გვერდზე stopcov.ge განახლდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გასული დღე–ღამის განმავლობაში კლინიკები რვა მოქალაქემ დატოვა. ამდენად, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე ახალი ვირუსი 317–მა ადამიანმა დაამარცხა, 10–მა კი ეს ვერ შეძლო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S