სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ
11/05/2020 05:42:33 საზოგადოება
11 და 12 მაისს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის +23-დან + 28 გრადუსამდე მატებას პროგნოზირებენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – +19-დან +24 გრადუსამდე.
13 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ისევ მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ისევ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 19 მაისს ისევ გამოიდარებს.


