Accentnews.ge
რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

11/05/2020 03:35:10 საზოგადოება

პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 24-დღიანი პაუზის შემდეგ დღეიდან თბილისში შემოსვლა და გასვლა შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

ერთი კვირის განმავლობაში ბლოკ-პოსტები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულშიც. ამ დრომდე ძალაში რჩება კარანტინის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს 21:00 საათიდან – დილის 06:00 საათამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია.

თბილისის გახსნასთან ერთად დღეიდან ყველა ტიპის საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ქუჩიდან იზოლირებული შესასვლელი აქვს, მუშაობის გაგრძელების უფლება ეძლევა. რეგულაციების მოხსნის პარალელურად, მაღაზიებში შესასვლელად სავალდებულო იქნება გათვალისწინება ისეთი რეკომენდაციებისა, როგორიცაა სოციალური დისტანციის კონტროლი და პირბადის ტარება. სიახლე, ამ ეტაპზე, არ ეხება მსხვილ სავაჭრო ცენტრებს, მოლებს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს.

ასევე, დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება, მათ შორის, საგამომცემლო საქმიანობა.

გახსნის უფლება აქვთ ღია ტიპის მოსასვენებელ და სარეკრეაციო ზონებსაც, თუმცა მაგალითად, ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან იხსნება, ლისის ტბა 22 მაისამდეა დაკეტილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S