საქართველოში ზედიზედ მეექვსე დღეა, 24 საათში COVID-19-გან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას აჭარბებს
09/05/2020 07:23:48 საზოგადოება
საქართველოში ზედიზედ მეექვსე დღეა, 24 საათის განმავლობაში კლინიკებიდან გაწერილი კოვიდ-გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალი დადასტურებული შემთხვევებისას აჭარბებს.
კერძოდ, გასული დღე–ღამის განმავლობაში ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სამი შეადგინა.
ჯამში ქვეყანაში კოვიდ–19 297 ადამიანმა დაამარცხა, ეპიდემიის დაწყების დროიდან რეგისტრირებულია ინფიცირების სულ 626 შემთხვევა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 4717 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452.


