Accentnews.ge
"ეს აურზაური მალე დასრულდება"

"ეს აურზაური მალე დასრულდება"

08/05/2020 08:16:52 საზოგადოება

"მალე დასრულდება ეს აურზაური, მაგრამ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„რაც კაცობრიობა გაჩნდა ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ, თუმცა ერთი მდგომარეობით, ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება, სავარაუდოდ, არ გამომჟღავნდება“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში სამკურნალო საშუალებებისა და აღჭურვილობის დეფიციტი არ არის:

„ჩემს კლინიკაში არანაირი დეფიციტი არც სამკურნალო საშუალებების, არც აღჭურვილობის არ არის. გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც, თუ ასეთ ტემპით გაგრძელდა, არ დაგვჭირდება, რადგან გვაქვს ინფიცირებულების მკვეთრად შემცირების ტენდეცია და ცოტა ხანში ალბათ ყველაფერი კარგად იქნება“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S