Accentnews.ge
მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარს COVID-19 დაუდასტურდა

მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარს COVID-19 დაუდასტურდა

08/05/2020 07:17:39 საზოგადოება

მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარ მამა ფიოდორეს COVID-19 დაუდასტურდა.

როგორც ტაძარში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი მამა კახაბერ გოგიტიშვილი აცხადებს, ეკლესიას დეზინფექცია ჩაუტარდა და 1 მაისის შემდეგ დაკეტილია.

მისივე თქმით, იგი 1 კვირაზე მეტია თვითიზოლაციაში იმყოფება. რაც შეეხება ტაძარში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს, დეკანოზ გოგიტიშვილის თქმით, მამა მირონ კანთელაძე თავს შეუძლოდ გრძნობს და მას ვირუსზე ტესტს დღეს გაუკეთებენ.

„მამა მირონ კანთელაძეს ჯერ–ჯერობით დადასტურებული არ აქვს, თუმცა შეუძლოდ იმყოფება. მას ტესტს დღეს ჩაუტარებენ. ვირუსი მრევლის რამდენიმე წევრს აქვს. ვიცი რომ ორი ქართველი ჰოსპიტალიზებულია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, მინდა, გითხრათ, რომ ეს ზიარებიდან არ არის გადასული. მე და მამა ფიოდორე ყოველ კვირა დღეს ერთი ბარძიმიდან ვეზიარებოდით“, – განაცხადა მამა კახაბერმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S