Accentnews.ge
ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებით ტესტს უტარებენ

ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებით ტესტს უტარებენ

08/05/2020 06:38:50 საზოგადოება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკის ექთანს, რომელსაც გუშინ ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს. განმეორებითი ტესტის პასუხამდე ის ბოქსირებულ განყოფილებაში დარჩება.

"მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს და ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, იმყოფება იზოლირებულად, ბოქსირებულ სექტორში. გვქონდა ერთი პრეცედენტი ცოტა ხნის წინაც და ახლაც გვყავს პრეცედენტი, რომ მედიკოსების შეხედულებისამებრ ხდება გადამოწმება. დადასტურებულ 66 პაციენტში ამჯერად არ მოიაზრება ეს მედიკოსი. დღეს მოხდება გადამოწმება ოქროს სტანდარტით. ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას, ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს. ყოველი შემთხვევისთვის კონტაქტები შესწავლილია, რომ დადებითის დადასტურების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. თვითონ მედიკოსი არის იზოლირებულად, იმყოფება ბოქსირებულ პალატაში და ელოდება განმეორებით ტესტს", - განაცხადა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება კონტაქტებს, როგორც სოლოღაშვილი ამბობს, მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება:

„კლინიკაში არის განსაზღვრული სქემები. მედიკოსების ჯგუფებს ერთმანეთთან შემხებლობა არ აქვთ. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა ერთეულებთან შეხება და ისინი კარანტინში გადაჰყავთ. ასეთი 3 ადამიანია. ვისთანაც შეიძლებოდა, კონტაქტი ჰქონოდა, მათ ჩაუტარდათ ტესტები და მიღებულია უარყოფითი პასუხი “.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S