Accentnews.ge
საქართველოში ზედიზედ მეხუთე  დღეა,  24 საათში COVID-19-გან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას აჭარბებს

საქართველოში ზედიზედ მეხუთე  დღეა,  24 საათში COVID-19-გან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას აჭარბებს

08/05/2020 06:10:09 საზოგადოება

საქართველოში ზედიზედ მეხუთე დღეა, 24 საათის განმავლობაში კლინიკებიდან გაწერილი კოვიდ-გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალი დადასტურებული შემთხვევებისას აჭარბებს.

კერძოდ, გასული დღე–ღამის განმავლობაში 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 შეადგინა.

ჯამში ქვეყანაში კოვიდ–19 288 ადამიანმა დაამარცხა, ეპიდემიის დაწყების დროიდან რეგისტრირებულია ინფიცირების სულ 623 შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 4723 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S