საქართველოში 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა
08/05/2020 05:53:56 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 623 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ინფორმაციისთვის: 623 ადამიანიდან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 446 პირი.


