საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაინფიცირდა
07/05/2020 13:42:57 საზოგადოება
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც ამავდროულად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანია, კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით მედიკოსს სწორედ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა და „კოვიდ-19“ იქ დაუდასტურდა.
ცნობისთვის: საქართველოში ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით სამედიცინო სექტორის 70–ზე მეტი წარმომადგენელია ინფიცირებული.


