Accentnews.ge
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ 8 მაისის გამოცხადებისთვის ონლაინ–აქცია გაიმართება

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ 8 მაისის გამოცხადებისთვის ონლაინ–აქცია გაიმართება

07/05/2020 10:02:00 საზოგადოება

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ 8 მაისის გამოცხადებისთვის ონლაინ–აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი" ავრცელებს:

"რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა ყოველდღიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. კრემლი მეტ-ნაკლები წარმატებით იბრძვის ქართველების გულებისა და გონების დასაპყრობადაც. ამისთვის ის ყოველგვარ ხერხს მიმართავს: აყალბებს ისტორიას, დღევანდელობას, ქმნის ცრუ ილუზიას, რომ მოსკოვი ისევ დიდი ძმაა, ჩვენ - ისევ პატარები. ორივე ეს ბრძოლა გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის.

მოსკოვისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისტორიის მისეული, სუბიექტური აღქმა დაამკვიდროს საზოგადოებაში. ამ მხრივ გამორჩეული იყო ძალისხმევა, რომლითაც საბჭოეთი ნაცისტური გერმანიის და მისი მოკავშირეების კაპიტულაციის თარიღად 9 მაისის დამკვიდრებას ცდილობდა. საბჭოთა პროპაგანდამ ეს პრაქტიკულად მოახერხა კიდეც.

რეალურად მესამე რაიხის კაპიტულაციას 1945 წლის 7 მაისს, საფრანგეთის ქალაქ რეიმსში მოეწერა ხელი გენერალ ივან სუსლოპაროვსა და გენერალ ალფრედ იოდლს შორის. მარშალ ჟუკოვის მიერ გაპროტესტების შემდეგ ხელმოწერილ დოკუმენტს „კაპიტულაციის წინასწარი პროტოკოლი“ ეწოდა. განმეორებითი ხელმოწერა ბერლინში, 8 მაისს გაიმართა, როცა მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო. ასე დაწესდა სსრკ-ში ხსენებული თარიღი საზეიმოდ.

მიგვაჩნია, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად საქართველოში 8 მაისს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღნიშვნა იქნებოდა "ქართველთა ევროპიელების" საუკუნოვანი არჩევანის ლოგიკური გაგრძელება. ნუ მივცემთ მტრულ პროპაგანდას უფლებას დაგვაშორის ევროპულ ქრისტიანულ სივრცეს, რომელის ნაწილსაც მუდამ წარმოვადგენდით.

შევხვდებით 8 მაისს, 14:00 საათზე, LIVE ჩართვაში.

LIVE-ის ყურება შესაძლებელი იქნება „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“, „სამოქალაქო მოძრაობის“ და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის - ძალა ჩვენშიას“ ფეისბუქის გვერდებზე.

დარეგისტრირდით პლატფორმა Zoom-ში და შემოგვიერთდით!",

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S