"ანას ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა განახლდა"
07/05/2020 07:13:28 საზოგადოება
ანას ბაღის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა განახლდა,- ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-გვერდზე „ანას ბაღის გადასარჩენად“ ვრცელდება.
30 აპრილს საქართველოს სააპელაციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომ მედიისა და პრესის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ სამართლებრივ და ფაქტობრივ ინტერპრეტაციას.
უკვე 5 მაისს „ანას ბაღის მცველებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ მშენებელს კორპუსის აშენების უფლება მისცა და გადაწყვეტილება აპელაციის წესით გასაჩივრდება.


