Accentnews.ge
მარნეულსა და ბოლნისში ჩატარებული 336 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია

მარნეულსა და ბოლნისში ჩატარებული 336 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია

07/05/2020 07:06:20 საზოგადოება

მარნეულის მუნიციპალიტეტში აღებული 303 ტესტიდან ყველა უარყოფითია.

როგორც მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან და რისკჯგუფში შედიან, პისიარტესტირება გუშინ დაიწყო და სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება.

ლაბორატორიაში გუშინ 33 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა ბოლნისიდან. დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

33 ანალიზიდან ორი ცხელების ცენტრში მყოფ პირთა, ხოლო 31 ქვემო ბოლნისის და მიმდებარე ოთხი სოფლიდან აღებული საკვლევი მასალა იყო.

ქვემო ბოლნისის დასახლებაში, სადაც პირველი აპრილის შემდეგ ზომებია გამკაცრებული, ადგილობრივების დასკვნითი სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს და სწორედ ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგების რჩევა, მოიხსნას თუ არა დასახლებასთან დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი.

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის 120 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველოში ყველაზე დაზიანებულად ქვემო ქართლის რეგიონი ფასდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S