Accentnews.ge
ეზუგბაია – ახალ კოვიდპაციენტებზე: „საკარანტინე სივრცეებიდან არიან“

ეზუგბაია – ახალ კოვიდპაციენტებზე: „საკარანტინე სივრცეებიდან არიან“

07/05/2020 06:48:47 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 დადასტურებული შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„საკარანტინო სივრცეებიდან არიან და გრძელდება მათი კონტაქტების გაღრმავებული ეპიდკვლევა. ყველა ცნობილია „კლასტერებია“. ახალი წყარო არ შეგვმატებია“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამასთან, მან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მათი საერთო რაოდენობა კოვიდპაციენტებისას უახლოვდება:

„გამოჯანმრთლებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რაოდენობას – 275 გაეწერა და 331 მკურნალობს. ეს ძალიან კარგია“.

მისივე თქმით, თუ დადასტურებული შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებლის არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, „შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაბრკოლება გადავლახეთ“.

ცნობისთვის: ქვეყანაში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S