Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ პლაზმაფერეზი პირველად  გამოიყენეს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ პლაზმაფერეზი პირველად  გამოიყენეს

06/05/2020 19:43:00 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ და მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით.

ცერცვაძე საუბრობს კონკრეტულ პაციენტზე – 60 წლის მამაკაცზე, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში პირველ აპრილს შეიყვანეს.

ცერცვაძე იხსენებს, რომ პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა „პლაქვენილით“, ანტიბიოტიკებით, ფრაქსიპარინით და სხვ. მკურნალობის პროცესში ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა და 13 აპრილს ავადმყოფს ჩაუტარდა პლაზმაფერეზის პროცედურა:

„პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ. თუმცა ამ უკანასკნელების სრული ნორმალიზება არ მომხდარა. ა.წ. 18 აპრილს გაკეთდა პლაზმაფერეზის მე-2 პროცედურა, რის შემდეგაც ავადმყოფის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. [...] 26 აპრილიდან მას არანაირი კლინიკური სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა“.

მისი თქმით, ამ დროისთვის პაციენტი კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაშია გაწერილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S