Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსი კიდევ ერთ მინისტრს დაუდასტურდა

რუსეთში კორონავირუსი კიდევ ერთ მინისტრს დაუდასტურდა

06/05/2020 11:40:45 მსოფლიო

რუსეთში ახალი კორონავირუსი ამჯერად კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას დაუდასტურდა.

მანამდე დაავადება ქვეყნის მშენებლობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მეურნეობის მინისტრ ვლადიმირ იაკუშევსა და პრემიერ–მინისტრ მიხეილ მიშუსტინსაც დაუდგინდა.

ზედიზედ მე–5 დღეა, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 10 559 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 1 537 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 165 929, გამოჯანმრთელებულია 21 327.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 258 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 720 000–ს გადააჭარბა, 1 243 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S