ამერიკელი პროფესორი, რომელიც Covid-19-თან დაკავშირებით კვლევებში მონაწილეობდა, ჩაცხრილეს
06/05/2020 10:35:43 მსოფლიო
ამერიკელი პროფესორი, რომელიც Covid-19-თან დაკავშირებით კვლევებში მონაწილეობდა, ჩაცხრილეს, – იუწყება CNN. მისივე ცნობით, ბინგ ლიუს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, მათ შორის თავის არეშიც აღენიშნება.
როგორც გამოცემა წერს, მეცნიერი სავარაუდოდ, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. ამასთან, პოლიციამ პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაუდგენელმა პირმა ჯერ მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი თავის მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ თავდამსხმელი და მსხვერპლი ერთმანეთს იცნობდნენ.
როგორც მოკლულის კოლეგები ამბობენ, ბინგ ლიუ ახალი კორონავირუსის გამომწვევ SARS-SoV-2-ის უჯრედულ მექანიზმს და მის მიერ გამოწვეული გართულებების საფუძვლებს სწავლობდა და მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო.


