Accentnews.ge
ზედიზედ მე–5 დღეა, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს

ზედიზედ მე–5 დღეა, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს

06/05/2020 08:42:17 მსოფლიო

ზედიზედ მე–5 დღეა, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 10 559 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 1 537 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 165 929, გამოჯანმრთელებულია 21 327.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 258 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 720 000–ს გადააჭარბა, 1 243 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S