მეუფე ანდრია: "სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი არ გაუფრთხილდა ეკლესიას"
06/05/2020 08:20:24 საზოგადოება
ატენისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ყინწვისსში მომდარ ფაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
მისი თქმით, თუ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, სამწუხაროა, რომ მეუფე იობის ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი.
„ჩემთვის ინფორმაცია მხოლოდ მედიასაშუალებებითაა ცნობილი. ვიტყვი ერთს, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ მეუფე იობს, თუ ეს ყოველივე არის სინამდვილე. სამწუხაროა, რომ მისი ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი, სულიერება, არ გაუფრთხილდა ეკლესიას, მღვდელმთავარს და თქვენს პირში ჩააგდო მეუფე იობი“, – განუცხადა მეუფე ანდრიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა.


