Accentnews.ge
ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალი კორონავირუსი 2019 წლის ბოლოს გავრცელდა

ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალი კორონავირუსი 2019 წლის ბოლოს გავრცელდა

06/05/2020 07:58:35 მსოფლიო

ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალი კორონავირუსი 2019 წლის ბოლოს გავრცელდა, – იუწყება CNN.

"ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი ვირუსი ადამიანებში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა და ინფიცირების პირველი შემთხვევის შემდეგ ძალიან სწრაფად გავრცელდა. ეს გამორიცხავს ყველა სცენარს, რომლის მიხედვით, SARSCoV-2 აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე ტრიალებდა მოსახლეობაში. ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვირუსი ადამიანებში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა. ჩვენ ამაში ნამდვილად დარწმუნებულები ვართ",- განაცხადა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა ფრანსუა ბოლუმ.

მისივე თქმით, "კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უფრო უარესდება":

„ვირუსი იცვლება. ზოგადად ყველა ვირუსი განიცდის მუტაციას. თუმცა ამ ეტაპზე არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ Covid-19-ის გამომწვევი SARSCoV-2 იმაზე სწრაფად განიცდის მუტაციას, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ჯერ–ჯერობით არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ Covid-19 უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხასიათდება, ვიდრე სხვა ვირუსები".

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 258 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 720 000–ს გადააჭარბა, 1 243 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S