Accentnews.ge
ტაქსის ლიცენზიის მქონე და მიკროავტობუსის მძღოლებისთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა

ტაქსის ლიცენზიის მქონე და მიკროავტობუსის მძღოლებისთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა

06/05/2020 07:50:05 საზოგადოება

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, „თბილისის ტაქსის“ მფლობელები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამავე ოდენობის დახმარებას მიიღებენ თბილისში ტაქსის ლიცენზიის მქონე და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის ტაქსის მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს პროექტი ყველა ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეეხება. ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება სპეციალური კომისია და ის პირები, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოსავალი დაკარგა, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია. [...]

როგორც ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლები, ასევე მიკროავტობუსის მძღოლები მიიღებენ ამ 300 ლარიან დახმარებებს. ამისთვის მინიმალური პროცედურების გავლა იქნება საჭირო და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია, ის პირები, რომლებმაც პანდემიის პირობებში დაკარგეს შემოსავალი, ცენტრალური ხელისუფლებისგან ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ, ამის თაობაზე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თავის მოადგილეებს დაავალა, რომ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდონ ინფორმცია ტაქსის ლიზენზირებულ მძღოლებს და ასევე ეს ინფორმაცია გადასცენ მიკროავტობუსების კომპანიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S