Accentnews.ge
ისრაელში აცხადებენ, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნაში პროგრესს მიაღწიეს

ისრაელში აცხადებენ, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნაში პროგრესს მიაღწიეს

06/05/2020 07:38:51 მსოფლიო

ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტი ადასტურებს, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნაში პროგრესს მიაღწია.

კერძოდ, როგორც ადგილობრივი მედია თავდაცვის სამინისტროს ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე დაყრდნობით წერს, მეცნიერებმა გამოავლინეს ანტისხეული, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატის შემუშავებაში. თუმცა, ბიოლოგიური ლაბორატორიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მედიკამენტების შექმნამდე მათ ჯერ კიდევ თვეები აშორებს – მისი ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დაწყებულა.

ისრაელის ლაბორატორიის წარმომადგენელთა თქმით, ახალი აღმოჩენა გამოუსადეგარია ვაქცინის შემუშავებაში, თუმცა არის მედიკამენტური მკურნალობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

სრაელის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიაში აცხადებენ იმასაც, რომ მათ მსოფლიოში პირველებმა გადალახეს სამი ძირითადი ეტაპი – აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელიც ანადგურებს ვირუსს; მოქმედებს მიზანმიმართულად კონკრეტულად კორონავირუსის წინააღმდეგ; ეს არის მონოკლონური ანტისხეული, რომელიც პაციენტებში დამატებით გართულებებს არ გამოიწვევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S